ინდოელმა კონდიტრებმა, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნამცხვარი გამოაცხვეს.
ღონისძიება კერალას მცხობელთა ასოციაციამ მოაწყო. რეკორდის დამყარების მცდელობაში დაახლოებით 1 500 კონდიტერი მონაწილეობდა. მათ ნამცხვარს ვანილის ბისკვიტი და შოკოლადის კრემი აქვს და ის 27 000 კილოგრამს იწონის. მისიის შესასრულებლად მათ 4 საათი დასჭირდათ.
დესერტის სიგრძე კი 6.5 კილომეტრია. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე გრძელ ნამცხვრად 2018 წელს ჩინელი კონდიტრების მიერ გამომცხვარი 3.2 კილომეტრის სიგრძის დესერტი ითვლება. შესაბამისად, ინდოელმა მზარეულებმა ახალი რეკორდი დაამყარეს.
[sexy_author_bio]