ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალისთვისაც მოვემზადები, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კავშირს ვანო ზარდიაშვილის მანდატის დატოვებასა და მომავალ არჩევნებს შორის.
„ამ ფაქტის არჩევნებთან კავშირს არ ვადასტურებ.
მეორე, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.