ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამული“ სანდენსის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია.
„მამული“ იოსებ სტალინის შესახებ გადაღებული ფილმია.
ფილმში მოქმედება 2016 წელს ხდება. სტალინის გარდაცვალების 63-ე წლისთავზე მისი თაყვანისმცემლები საქართველოში, სადაც სტალინი დაიბადა იკრიბებიან და მოითხოვენ სტალინის წმინდანად შერაცხვას.