პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ოფისთან ერთი ადამიანი დააკავეს. მასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს პარტიის მხარდამჭერი ნიკა ობოლაძეც. როგორც “გირჩი” Facebook-ზე წერს, ობოლაძე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებსაც სამოქალაქო ფორმა ეცვათ.
გირჩის ცნობით, ნიკა ობოლაძეს ხელში ქოთანი ეჭირა, რომელშიც მარიხუანაა დარგული. პოლიციის განყოფილებაში კი სხვას არავის უშვებენ.
როგორც შსს-ში განმარტავენ, ისინი საქმის დეტალებს არკვევენ.
































































