29 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ჭაბუკ სპორტსმენთა შუქრი ტუღუშის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ტურნირში ბათუმის, ხულოს, ზესტაფონის, ქუთაისის, ბაღდათის, სენაკის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის ორი ასაკობრივი ჯგუფის (2005_2007: 2008_2010 წ) გუნდები მონაწილეობდა. ჭაბუკ ფალავანთა ორთაბრძოლებში ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა 23 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: გიორგი გორდელაძე (23კგ.), დათო ჩადუნელი (35 კგ.), ავთო მამალაძე (52კგ) და ერეკლე თავბერიძე (26კგ).
გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ შუქრი ტუღუშის ამავე სოფლის მკვიდრის, ამაგდარი პედაგოგის, შუქრი ტუღუშის ხსოვნას მიეძღვნა, რომლის ძალისხმევითაც სოფელ შრომაში პირველი მოჭიდავეთა გუნდი ჩამოყალიბდა და აღიზარდა.





































































