https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გივი და კახელები

19:05; 27.05.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცნობილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი თანამემამულეების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. დროთა განმავლობაში მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები ნებისმიერი ასაკის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა.

საქართველოში არის კუთხე, სადაც ბატონ გივის განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ. ალბათ მიხვდით, რომ კახეთს ვგულისხმობთ.

კახელები დღემდე ამტკიცებენ, რომ ლონდრეს შემსრულებელი ამ რეგიონში დაიბადა. არადა მსახიობი ამ ქვეყანას თბილიში, ვერაზე მდებარე სამშობიაროში მოევლინა, 1934 წლის 15 მაისს.

დღევანდელი წერილის გმირი ბატონი გივი ბერიკაშვილი იქნება. ბატონმა გივიმ კინომოღვაწეობა ოცდარვა წლის ასაკში დაიწყო. გიორგი შენგელაიამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯილდო”, სადაც ეპიზოდური როლი შეასრულა. ლონდრე მისი პირველი სერიოზული ნაშრომი აღმოჩნდა.

“თავიდან გაბრიელის როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ ვინ აღარ გასინჯეს ლონდრეს როლზე. არავინ მოსწონდა რეჟისორს, ბატონ თამაზ მელიავას. ლონდრეს როლის შემსრულებელს მეც აქტიურად ვეძებდი.

ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიის ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით: თამაშის დროს მოთამაშეების ნაწილი წელზევით შიშვლები ვიყავით, ნაწილი – ჩაცმული. როგორც ჩანს, ბატონმა თენგიზმა დამინახა და დამიძახა. შემდეგ ასისტენტს უთხრა: ერთი ეს ზევით აიყვანეთ და სურათი გადაუღეთო. ჯერ ასე შიშველს გადამიღეს, მერე “შემკაზმეს” და კინოსინჯიც გადამიღეს.

სამხატვრო საბჭოზე ყველამ ჩემს კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ის დღე არასოდეს დამავიწყდება, მით უმეტეს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო” – ამბობს ბატონი გივი.

კახეთში გივი ბერიკაშვილი არაერთ სურათში გადაიღეს, კურიოზიც არაერთხელ შემთხვევია. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდს თავად იხსენებდა.

“კახელებს ჩემზე მზე და მთვარე ამოსდით. ერთხელ ხმა გააგდეს, გივის ძეგლი უნდა დავუდგათ თელავშიო. ძეგლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თვალში რომ ჩავუვარდე, თითს არ მოისვამენ.

წინა საუკუნის სამოცდაათიანი წლებია. კახეთში ვიღებთ სურათს “ამკლების დაბრუნება”, მე ინსპექტორის როლი მქონდა ამ ფილმში.

ზაფხულია, პაპანაქება სიცხე. ვდგავარ შარაგზაზე ინსპექტორის ფორმაში გამოწყობილი. კინოკამერა დამალულია და მძღოლებმა არ იციან, რომ ნამდვილი ინსპექტორი არ ვარ.

ცოტა ხანში როლში შევიჭერი და რომელიმე მანქანის გაჩერება მოვისურვე. მართლაც გზაზე ერთი “გრუზავიკი” გამოჩნდა. აღვმართე ჭრელი ჯოხი და ჩავუსტვინე ნამდვილი ინსპექტორივით. გაჩერდა მანქანა. ჩამოსრიალდა მძღოლი, მსუქანია და ძალიან მაღალი. კახი კავსაძეს სიმაღლეში გვარიანად ასწრებდა. ჩამოვიწიე ქუდი თვალებზე, არ მიცნოს-მეთქი.

– საბუთები, თუ შეიძლება! – ვეუბნები მძღოლს. უხმოდ გამომიწოდა.

– კაცო, – ვეუბნები მკვახე ხმით, – შენა, რო დაბღუილობ აქა, ეს ტრასა საშლიგინო ხომ არა გგონია?

მძღოლმა მოწყალედ გამიღიმა, ალბათ იფიქრა, სიცხემ იმოქმედა ამ საწყალზეო. ცოტა ხანში მიხვდა, რომ რაღაცა ხდებოდა, მაგრამ – რა, ბოლომდე ვერ გაითვითცნობიერა. დაეჭვდა. ცოტა ჩაიმუხლა, რომ (დაბალი ვარ) სახეზე შემხედოს, მეც ჩავიმუხლე. იმან უფრო ჩამოიწია, მეც ჩავიწიე, იმან უფრო, მეც უფრო. ამ უფრო-უფროსობაში ჩამომვარდა ქუდი და შევრჩი ხელში გივი ბერიკაშვილი.

– ვაა! – იღრიალა, – გივი არა ხარ, კაცო შენა, ჩვენი გივი-ლონდრეი?

– ხო. კარგი, კარგი დაწყნარდი, – ვუბრუნებ საბუთს.

– იცი, რა? – დამეღრიჯა – დახიე ეგ საბუთი და ისე მამეცი.

– გაგიჟდი, რატომ უნდა დავხიო?

– ყველას ვეტყვი, გივი ბერიკაშვილმა დახია-მეთქი, სუვენირად მექნება. მიდი, დახიე რა.

ახლა მე დავეჭვდი, რომ მთლად დალაგებული არ იყო, მაგრამ ხელში ამიტაცა და იმდენი მკოცნა, სამმა კაცმა ძლივს დაგვაშორა ჩვენი გადამღები ჯგუფიდან”.

სურათი “ღვინის ქურდები” კახეთში განსაკუთრებით უყვართ. ალბათ გაგიკვირდებათ და, ბატონ კახი კავსაძეს ელიბოს როლი თავდაპირველად არ უნდა ეთამაშა. კვლავ გივი ბერიკაშვილს მოვუსმინოთ.

“კახი კავსაძე ელიბოს როლზე მოგვიანებით დაამტკიცეს. პირველად ეს როლი ერთ-ერთ სხვა მსახიობს მისცეს.

– გივი, – მეუბნება ერთ დღეს კუკური ლაფერაძე, – შეხედე ერთი ამ კაცს, სამი დღეა ვაკვირდები და ვფიქრობ, რა ელიბო ესაა? რა ახმახი?! ბიჭო, ამისი როგორ უნდა შემეშინდეს?

– ანდა მეც! – დავეთანხმესავით.

მაშინ კი გამოჩხრიკეს კახი, რომელმაც იქვე გამოიცვალა ტანსაცმელი, მოირგო ულვაში და ერთი ისეთი დაიღრიალა, მთელი 15 კილომეტრის რადიუსში ქათმებმა სულ ლაყე კვერცხები დადეს შიშზე. სუფთა გიჟი, გადარეული.

დაამტკიცეს როლზე, სულ ერთ დღეში მორჩა გადაღებას და გაიკრა 90 მანეთი. ნახევარი ხინკალში დახარჯა (ისე ვინ გაუშვებდა?), დანარჩენი კი წაიღო სახლში. მერე უკვირდა – კაცო, დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

რადგან სიტყვამ “ღვინის ქურდები” მოიტანა, კიდევ ერთ “სახალისო ისტორიას” შემოგთავაზებთ. რასაკვირველია, მთხრობელის როლში კვლავ გივი ბერიკაშვილი იქნება.

“ფილმის გადაღების დროს ამბები ხდებოდააა! ერთხელ რომ გადაღების დროს მართლა დავითვერით, ყველამ იცის და იმას ხომ აღარ გავიმეორებ კიდევ?

ამ ფილმში არის კადრი, როდესაც ხორცი იხარშება დიდ ქვაბში. მე იქ ქვაბს ვუტრიალებ, კარლო საკანდელიძეზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ცხონებული კუკურა ლაფერაძე მაგარი მჭამელი გახლდათ და ეტყობოდა კიდევაც.

ასეთი ადგილაცაა ფილმში – ხორცს ვსინჯავ, მოხარშულია თუ არა. საზიზღარი გემო ჰქონდა იმ ხორცს და ჩავაბრუნე ისევ ქვაბში. დამთავრდა ერთი დუბლის გადაღება, ხვალ მეორე უნდა გადავიღოთ. დავტოვეთ ის ხორცი იმ ქვაბში.

– ხვალაც ამ ხორცს გვაჭმევენ? – მეკითხება კუკური,

– ალბათ – ვპასუხობ დარდიანად.

მოვედით მეორე დღეს გადაღებაზე, ისევ ის საზიზღარი ხორცი ყრია ქვაბში.

წავიდა კუკური, გააღო თავისი მანქანის კარი, გადმოიღო სადილის თერმოსი, გადმოყარა იქიდან ცხელი ხაშლამა სინზე და შევექეცით გემრიელად მშვენიერ ხორცს.

უნდა აღვნიშნო, რომ დირექცია, ფულის ეკონომიის მიზნით ხანდახან შეუფერებელ “საკვებს” შემოგვთავაზებდა ხოლმე, თუმცა ჩვენ არასდროს ვიბნეოდით და “ალტერნატივა” მუდამ მზად გვქონდა”.

გახსოვთ კომუნისტების დროს ჩატარებული “თბილისობის” დღესასწაულები? იმ  დღეებში ძველ თბილისში გივი ბერიკაშვილიც დასეირნობდა, კახური ქუდით და ვირით. მსახიობი მედეა ჩახავა ერთ ამბავს იხსენებდა:

“წელი ზუსტად არ მახსოვს, თბილისობას ზეიმობს ქალაქი (კომუნისტების დროის ამბავს ვყვები). მორთულ-მოკაზმულია რიყე და ავლაბარი, საზეიმო განწყობაა მთელ ქალაქში. თეატრალიზებული წარმოდგენები იმართებოდა მაშინ და მეც დამავალეს, ქურთი მეეზოვის ტანსაცმელი ჩამეცვა და ასე გავსულიყავი ცოცხით ხელში, ქუჩაში. რა თქმა უნდა, დაგვა-დალაგებას არავინ მაძალებდა, უბრალოდ, მანეკენი ვიყავი, მეტი არაფერი.

როგორც ჩანს, გივი ბერიკაშვილსაც ჰქონდა თავისებური დატვირთვა-დავალება. როგორც “კარენნოი” კახელი, ვირზე ამხედრებული უნდა შემოსულიყო რიყეზე.

სადაცაა მთავრობა მოვა გაპრიალებული შავ-შავი ლიმუზინებით. მზადებამ და ფუსფუსმა კულმინაციას მიაღწია და ამ დროს სრულიად რომ ვერავინ იფიქრებდა (კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა ეფიქრათ?), გივის ვირმა ერთი ნიშნის მოგებით დაიყროყინა და პირდაპირ გაწკრიალებულ ბორდიურს “დაუშინა” თხელი და ცხელი ფუნა.

იმ წუთში ყველა დაიბნა, მაგრამ ისევ მე ვიმარჯვე, ტანსაცმელი მეეზოვის მეცვა, ცოცხი – სულ ახალი. ჰოდა, დავტრიალდი.”

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025
კულტურა

„გვაქვს უთვალავი ფერითა“- თბილისში ჩოხატაურლების მონაწილეობით გამოფენა გაიმართა

15:33; 18 ნოემბერი, 2025

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჩოხატაურმა უმასპინძლა

„შემთხვევა“ სოხუმში

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი 2026 წელს წარმატებულად დაიწყებს

20:16; 7.12.2025
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო