ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს მაყურებელი კინორეჟისორი რიდლი სკოტის ეპიკური კინოსურათი „გლადიატორის“ გაგრძელებას უახლოეს მომავალში იხილავს — „გლადიატორის“ მეორე ნაწილი 2024 წლის მიწურულს, 24 ნოემბერს, გამოვა.
ფილმის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი რეჟისორი და პროდიუსერი კვლავ რიდლი სკოტი იქნება. ამასთან, ცნობილია, რომ კინოსურათში მთავარი როლის შესასრულებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერიალ „ჩვეულებრივი ადამიანების“ ვარსკვლავთან, პოლ მესკალთან.
„გლადიატორი“ მაყურებელმა პირველად 2000 წელს იხილა. ფილმში მთავარი როლები რასელ ქროუმ, ხოაკინ ფენიქსმა და კონი ნილსენმა განასახიერეს. რადგან ქროუს პერსონაჟი, მაქსიმუსი, ამბის დასასრულს კვდება, გაგრძელებაში, სავარაუდოდ, მესკალს მაქსიმუმის საყვარლის, ლუცილას, შვილის შესრულება მოუწევს.
2001 წლის ოსკარზე „გლადიატორმა“ ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიებში. ამასთან, ფილმმა მსოფლიოში 460 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ავტორი