გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს.
ადგილზე სატვირთო მანქანით სამედიცინო ინვენტარიც მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე.
გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც.