ოზურგეთელმა რეკორსმენმა, ფეხბურთის ბურთის ფლობის დიდოსტატმა, გოდერძი მახარაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა. მან ფეხის გაუნძრევლად, თავით 1 საათსა და 38 წამში ბურთი 9 120-ჯერ აკინწლა.
ახალი რეკორდის დამყარება გოდერძი მახარაძემ 26 მაისს, ქალაქ ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეძლო.