რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციის მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ.
“ჩვენ მოვუწოდეთ არაერთგზის, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა, ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, მოვუწოდეთ კანონიერად, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დაკავდა ადმინისტრაციული წესით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დავაზუსტებ და მოგვიანებით მოგახსენებთ”,- განაცხადა მემანიშვილმა.
წყარო: ipn