„რაღაც რომ მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ საქმეს, ამის პრობლემა არ გვაქვს“ , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 112-ში ვიზიტისას განუცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე იმის საშიშროება არ არსებობს, რომ 112-მა და 144 -მა სრული დატვირთვით ვერ გააგრძელოს მუშაობა.
„112-ის და 144 –ის თემაზე ძალიან კარგად ისაუბრა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა თუ როგორი სისტემით ვმუშაობთ. დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს მოწყობილი თუნდაც, რომ აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.