ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაბა გომისმთაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მიტაცებისა და უნებართვო მშენებლობების აღკვეთის ღონისძიება ჩაატარა – ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექცია ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა“, _ აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა, რომ გომისმთაზე წლებია მიმდინარეობს უკანონო მშენებლობელი. კურორტზე, შეიძლება ითქვას, რომ დიდი აურზაურია უკანონო მშენებლობის გამო. ამას ემატება ისიც, რომ კურორტზე არ არის კანალიზაცია და კურორტი ამ მხრივაც აუცილებლად საჭიროებს მიხედვას.

































































