ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა, გულის სიდამპლის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია თხილის გულის სიდამპლემ, ბოლო ორი წლის მანძილზე, კატასტროფულად დასცა თხილის ხარისხიც და ფასიც.
დღეისთვის მოსახლეობა საკუთარი ხარჯით ყიდულობს სიდამპლის და ბაქტერიების საწინააღმდეგო პრეპარატებს და ასე ახდენს შეწამვლას. ფერმერთა უმრავლესობამ უკვე კარგად გაიაზრა კარს მომდგარი საფრთხე და ძირითადად ყველა წამლავს თხილის პლანტაციებს.
მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია სოლო-აპარატები, რომელიც რამდენიმე (4-5 ცალი) ყველა სოფელშია და შესხურების პრობლემა არსად არის. კერძო პირებს, რომლებიც შეწამვლაზე მუშაობენ, ერთ ჰექტარი ფართობის დამუშავებისთვის ზოგ სოფელში 50 ლარს, ზოგან კი 80-100 ლარს უხდიან.
აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ათას კვ. მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე პლანტაციის დამუშავება 5 ან 10 ლარი გამოდის. ამ კერძო მომსახურებაზე აზრთა სხვადასხვაობაა _ ზოგი ამბობს, რომ ძალზე იაფია ერთი ჰა ფართობის შეწამვლა 50 ლარად, მეორენი კი, მიიჩნევენ, რომ ასი ლარიც ძვირია.