https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გულშემატკივრები მეძახდნენ: „ჯემალ ცირკი, ჯემალ ცირკიო”!

7:09; 30.09.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

იყო დრო, როდესაც საქართველოში ხელბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ასევე, ყოფილი სსრკ-ის ჩემპიონატის შეხვედრებისას თბილისის სპორტის სასახლე ბოლომდე ივსებოდა. ქართული ხელბურთი ქვეყანაში წამყვან პოზიციებზე იმყოფებოდა

სპორტის ამ სახეობაში ბოლო წარმატებები წინა საუკუნის 70-80-იან წლებს უკავშირდება, როდესაც თბილისის „ბურევესტნიკმა“ სსრკ-ის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. ამავე პერიოდში ქვეყნის თასის დაუფლებაც შევძელით.

გავიდა ხანი. ქართულმა ხელბურთმა პოზიციები ნელ-ნელა დათმო. რასაკვირველია ეროვნული ნაკრები დროდადრო წარმატებებით გვანებივრებდა, მაგრამ ადრინდელი სიძლიერის ფონზე ეს მაინც ზღვაში წვეთი გახლდათ.

დღევანდელ წერილში ერთი გამოჩენილი ქართველი ხელბურთელი მსურს გავიხსენო. ბატონ ჯემალ ცერცვაძეს თავის დროზე მსოფლიოში „ხელბურთის პელე“ შეარქვეს.

სიტყვას ბატონ ჯემალ ცერცვაძეს გადავცემ.

„ერთხელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვვარჯიშობდით. ჩვენს გვერდით ხელბურთელებიც ემზადებოდნენ. იმ დროს ისინი 11X11-ზე თამაშობდნენ, ეს სახეობა ახალი შემოსული იყო ჩვენში… ჩემი მეგობარი საშა ოდიშვილი შემიჩნდა, წამოდი, ნახე, რა იცი რა ხდება, იქნებ მოგეწონოსო. მაშინ კალათბურთის ბურთს ცალ ხელში ადვილად ვიჭერდი და ხომ წარმოგიდგენიათ, ხელბურთის პატარა ბურთს როგორ „გავუმკლავდებოდი”?! როგორც ჩანს, გამომივიდა, რადგან გუნდში ამიყვანეს.

ჩვენმა მწვრთნელმა, გიორგი შარაშიძემ წლების მერე მითხრა, პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ხელბურთისთვის იყავი გაჩენილიო. მალე მათთან ერთად საკავშირო პირველობაზეც წავედი ლენინგრადში – იქ 8 „უძლიერეს სახელბურთო ქალაქთა” პირველობა ტარდებოდა. ისე გავემგზავრე, კალათბურთში ჩემი მწვრთნელისთვის, გიორგი ავალიშვილისთვის არაფერი მითქვამს. ეტყობა ეს იყო ჩემი ბედი – იმ ტურნირის შემდეგ საკავშირო ნაკრებში ამიყვანეს და საბოლოოდ ხელბურთში დავრჩი. ეს 1958 წელს მოხდა. ლენინგრადში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი – თუ არ მეშლება, 64 გოლი გავიტანე. ამის შემდეგ საკავშირო ნაკრების კანდიდატთა შორის აღმოვჩნდი და 1959 წლის სექტემბერში პირველ ოფიციალურ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა – კიევში, ნიკიტა ხრუშჩოვის სახელობის სტადიონზე პოლონელებს „დიდი ხელბურთი” ვეთამაშეთ, ანუ 11X11-ზე. მოგვიანებით წესები შეიცვალა და 7X7-ზე დავიწყეთ თამაში.

1962 წელს საკავშირო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ლიტვაში, კაუნასში ჩატარდა. უკანასკნელი ტურის წინ ჩვენი „ბურევესტნიკი” პირველ ადგილზე იყო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მასპინძლებთან, კაუნასის „ატლეტასთან” დავმარცხდებოდით, ოქროს მედლებს ლიტველები მოიგებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია იქნებოდა?! თამაში საღამოს გაიმართა, დარბაზის კუთხეში კი მძლავრი პროჟექტორი დადგეს, რომელიც დაძაბულ მომენტებში პირდაპირ თვალებში ანათებდა ჩვენს მეკარეს, ჯემალ აბაიშვილს. „ატლეტასმა” 2 თუ 3 გოლი სწორედ ამ ხრიკის წყალობით გაგვიტანა, მაგრამ არ გავტყდით, გავძელით და შეხვედრა ფრედ 17:17 დავასრულეთ. ასე მოვიგეთ ჩემპიონის ტიტული! მახსოვს, იმ გამარჯვებისთვის სპორტკომიტეტისგან პრემიის სახით 500-500 მანეთი მივიღეთ, მაგრამ ლამის ნახევარი დაგვიქვითეს.

1963 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ 1964 წელს ისევ პირველზე გავედით. მერეც რამდენჯერმე გავხდით პრიზიორები, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, ოქროს მედლები კიდევ არაერთხელ უნდა მოგვეგო – ძალიან ძლიერები ვიყავით, თუმცა მოსკოვში „გონს მოეგნენ” და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, მაშინ ხომ ყველაფერში რუსები უნდა ყოფილიყვნენ ჩემპიონები! მაგალითად, 1965 წელს მოსკოვის „კუნცევოსთან” მსაჯმა, რომ იტყვიან, მარტომ მოგვიგო! შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე ორი სუფთა პენალტი არ მოგვცა, არც კუთხური და წავაგეთ, რის გამოც მეორე ადგილზე გავედით.

1964-1965 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩავებით. ამ ტურნირზე პირველად 1962-1963 წლების სეზონში ვიასპარეზეთ, მაგრამ ხელი მოგვეცარა. მოკლედ, გამოცდილებამიღებულებმა უკეთ ვითამაშეთ და 1/4-ფინალში გავედით, იქ კი ჩვენი მეტოქე იუგოსლავიის „მედვეშჩაკი” იყო, აბა ის იყო თამაშები თუ იყო, იმ ამბებს რა დამავიწყებს! პირველი შეხვედრა ზაგრებში 8 ბურთით წავაგეთ, თბილისში კი 20 წამით ადრე 9 ბურთით ვიგებდით, თან, ჩვენ მიგვყავდა თამაში. ერთ მომენტში თამაზ ანთაძემ ჩვენს ახალწვეულს, კლიმოვს მიაწოდა ბურთი, ის კი ადგა და დაარტყა, არადა, ბურთი რომ გაეთამაშებინა, ჩვენ მოვიგებდით. მოკლედ, ვერ გაიტანა, იუგოსლავიელთა მეკარემ კი კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც გოლით დასრულდა. მაშინ დამატებითი დრო არ ინიშნებოდა, კენჭისყრით კი 1/2 -ფინალში „მედვეშჩაკი” გავიდა. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო, ჩვენ ნაღდად შეგვეძლო ჩემპიონთა თასის მოგება.

1964 წელს სსრკ ნაკრებმა შესარჩევ მატჩში ფინეთს მოუგო – ჩვენ პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე! იმ გუნდში ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი იყო – ჯემალ აბაიშვილი და ლერი კარტოზია. მართლა კარგად ვითამაშე, ტურნირის დასრულების შემდეგ კი სიმბოლურ გუნდშიც მოვხვდი. ზუსტად არ მახსოვს რამდენი გოლი გავიტანე, მაგრამ ბომბარდირთა შორის რომ ვიყავი, ამას წყალი არ გაუვა. თუ არ ვცდები, გოლეადორთა შორის ჩემთან ერთად იყვნენ რუმინელი მოზერი, შვედი ალმკვისტი და იუგოსლავიელი მილკოვიჩი.

1967 წელს, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი იყო. ჯგუფიდან რუმინელებთან ერთად გავედით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძალიან ძლიერ ნაკრებს ვძლიეთ, ნახევარფინალში კი დანიელებს ვხვდებოდით, რომლებიც ნაღდად არ იყვნენ ჩვენზე ძლიერები. მაშინ ნაკრებში ოთხი ქართველი ვიყავით: მე, ჯემალ აბაიშვილი, იმედო ფხაკაძე და ანზორ ექსეულიძე. მიუხედავად იმისა, რომ აბაიშვილმა გერმანელების წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, მწვრთნელებმა ძირითად მეკარედ მაინც ცაპენკო დააყენეს. 7:2-ს რომ ვიგებდით, ცაპენკომ ზედიზედ გაუშვა უაზრო ბურთები, მერე პენალტი მოვინადირე, უნდა დამერტყა, მაგრამ მწვრთნელების გადაწყვეტილებით, კლიმოვმა დაარტყა – ძელს გაარტყა ბურთი! მოკლედ, გუნდი აგვერია. როცა ჯემალი შემოიყვანეს, უკვე ვაგებდით და საბოლოოდ 12:17 წავაგეთ. ძალიან დათრგუნულები ვიყავით და ვერც მესამე ადგილისთვის გამართული მატჩი მოვიგეთ – რუმინელებმა გვაჯობეს.

1970 წელს კიდევ ერთხელ ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ის ტურნირი ტკბილად მაგონდება-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. საქმე ისაა, რომ იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი ევტუშენკო იყო, ძალიან უსამართლო კაცი, არ შემეშინდება თუ ვიტყვი – ნამდვილი არაადამიანი! ის ვერ გვიტანდა ქართველებს, თუმცა იმდენს მაინც ვერ ბედავდა, ნაკრებში არ მივეწვიე. ყველანაირად ცდილობდა ჩვენთვის ევნო. მახსოვს, ავად ვიყავი, ფორმის აღსადგენად ერთი კვირა მაინც უნდა მევარჯიშა, მან კი საწვრთნელ შეხვედრაში მონაწილეობა მომთხოვა: პირველი და მეორე გუნდების მატჩს ფედერაციის ხელმძღვანელებიც უნდა დასწრებოდნენ. მეორე გუნდში „ჩამსვა”, პირველისთვის მზად არ ხარო. ვერ გამაჩერეს, ორივე ტაიმში ათამდე გოლი გავიტანე, ყველას დავუმტკიცე, რომ ამ ევტუშენკოს დასაწუნი არ ვიყავი. მიუხედავად ამისა, მერეც უნამუსოდ იქცეოდა. ამიტომაც არ ვაფასებდი მას.

მიმაჩნია, რომ 1964-1965 წლების ჩვენი შემადგენლობა დამოუკიდებელ ნაკრებად რომ გასულიყო საერთაშორისო ასპარეზზე, ძალიან წარმატებული იქნებოდა. იმ დროს „ბურევესტნიკი” ხშირად ატარებდა საერთაშორისო შეხვედრებს და დიდი წარმატებითაც, მარტო ის რად კმარა, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რუმინელებისთვისაც მოგვიგია.

სპორტის სასახლეში, როცა წინ გავიჭრებოდით ხოლმე, გულშემატკივრები მეძახდნენ: „ჯემალ ცირკი, ჯემალ ცირკიო”! მეც ისეთ რამეს ვაკეთებდი, ხალხს რომ ესიამოვნებოდა. ერთხელ შვედებს ვეთამაშებოდით, ერთი მოთამაშე წამით არ მშორდებოდა. ძალიან დამღალა და მომაბეზრა თავი, ავდექი და რამდენჯერმე ჩავიარე კარს უკან. ისიც ადგა და გამომყვა. შვედი მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ცუდად იყო იმის საქმე და გამოცვალეს, ჩვენი ქომაგები კი გულიანად ხარხარებდნენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026

საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი შეგროვდა

გურიაში კიდევ ერთი თხილის საწარმო - კოოპერატივი "გურიის თხილი" ამოქმედდა (R)

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026
პოლიტიკა

კომისიის ახალი თავმჯდომარე და სამ მილიონზე მეტი ღირებულების პროექტები _ ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის საკითხები

12:05; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო