ტოკიოს ოლიმპიადაზე, ძიუდოს ტურნირის ბოლო წონით კატეგორიაში (+100) მოასპარეზე გურამ თუშიშვილი 1/2 ფინალშია და მედლის მოპოვების კარგ შანსს ინარჩუნებს. მისი მეტოქე, რუსი, ტამერლან ბაშაევი იქნება, რომელმაც 1/4 ფინალში, უძლიერესი ტედი რინერი მოულოდნელად დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს. მეორე ნახევარფინალში კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პიტერ პალჩიკი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ, ფინალს ვერ უწია ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ. 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში მან 25-ე პოზიცია დაიკავა. არადა პირველი კვალიფიკაციის შემდეგ მე-7 ადგილს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 13:51 საათზე რინგზე გამოვა ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი, რომელიც ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაში 1/2 ფინალში გავა და ამით ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.
14:25 საათზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, მძლეოსანი, სოფიო შათრირშვილი. ის ბირთვის სროლაში B ჯგუფის კვალიფიკაციაში გამოვა.
[sexy_author_bio]