https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერი ტყეში შევიჭერი”-საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები

17:12; 2.09.2023
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გისოსებს მიღმა მყოფები თავისუფლებაზე მუდმივად ოცნებობენ, თუმცა ყველამ იცის, რომ ადვილი არ არის თავის დაღწევა რამდენჯერმე ჩარაზული რკინის კარიდან… შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ციხეებიდან პატიმრები გაქცევას სხვადასხვა გზით მაინც ახერხებდნენ.

ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო ორთაჭალაში იყო, იქ შესვლამდე რამდენიმე რკინის კარი უნდა გაგევლო, შემოწმების შემდეგ ეზოში ხვდებოდი, სადაც პატიმრების კორპუსი იდგა, იქ პატიმრები მკურნალობდნენ. მათთვის საგანგებოდ იყო შემოღობილი პატარა ეზო, სადაც ეკლესიაც იდგა, ლოცულობდნენ და დღისით ეზოში სეირნობის უფლებაც ჰქონდათ. დაწესებულების მთელ პერიმეტრზე, ბეტონის სქელ კედლებზე, ზევიდან ეკლიანი მავთული იყო შემოვლებული და ყველა კუთხეში, კოშკურებზე იარაღმომარჯვებული გუშაგები მუდმივად მორიგეობდნენ, მათ მთელი პერიმეტრი უნდა ეკონტროლებინათ, თუმცა ამ ბარიერების მიუხედავად, ე.წ რეზბალნიციდან 2000 წლის 2 ოქტომბერს, სკანდალური გაქცევა მოხდა.

ციხიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, სამუდამოპატიმრობა მისჯილი ვახტანგ (ლოთი) ქობალია და მათი თანამოაზრეები, სულ 12 ადამიანი გაიქცა.

დაწესებულებაში განგაში დილის 12 საათზე ატყდა, როცა აღმოაჩინეს, რომ 12 ადამიანი დაწესებულებაში აღარ იყო და იქ გათხრილი გვირაბიც იპოვეს. ყველას უკვირდა, გურამ აბსანძის აღნაგობის ადამიანმა იმ გვირაბიდან გასვლა როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტი რეალური იყო. მთელი ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები შეუდგნენ გაქცეულების ძებნას.გზები ყველა მიმართულებით გადაიკეტა. მალე ხმა დაირხა, რომ მათ რაჭაში ეძებდნენ. მაშინ მეც მივლინებით გავეშურე რაჭაში, მეტი ინფორმაცია რომ მომეპოვებინა. პირველად ვიყავი ამ კუთხეში, ტრანსპორტში ყველა ამ გაქცევაზე საუბრობდა. ამბროლაურში ჩასულმა პირველად პოლიციას მივაკითხე, იმ იმედით, რომ მეტ ინფორმაციას შევიტყობდი, პოლიციის უფროსის კაბინეტში გენერალი გია შერვაშიძე დამხვდა, რომელიც შს სამინისტროდან სპეციალურად მივლინებული იყო, თავის კოლეგებთან ერთად. არ ესიამოვნა ჟურნალისტის დანახვა და ამბროლაურის პოლიციის უფროსს ჩემთან საუბრის საშუალება არ მისცა. პოლიციის შენობიდან ხელმოცარული გამოვედი, უკვე ღამდებოდა, რაჭის მოსახლეობა შეშინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ოჯახს ჩხრეკდნენ. ყველგან ნიღბიანი სპეცრაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები, ამიტომ ჟურნალისტთან ურთიერთობას ხალხი გაურბოდა.

არც სასტუმრო იყო მაშინ ამბროლაურში, ვხედავდი ქუჩაში ვრჩებოდი, ნაცნობთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთ ოჯახში მივედი და გამიმართლა, აღმოჩნდა, რომ გაქცეული პატიმრები სწორედ იმ სახლში რამდენიმე საათით მისულიყვნენ, ოჯახის დიასახლისს მათთვის დასვრილი ტანსაცმელიც კი გაერეცხა, თავიანთი თავგადასავლის მოყოლაც მოესწროთ და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაადგილებაც.

გაქცეულების გადაადგილების ყველა ნაბიჯი შევიტყვე და ისიც, როგორ გაუმასპინძლდა შევარდნაძის დაცვის წევრის მამა პატიმრებს. გზადაგზა მართლა დაუჯერებელ ამბებს ვკრეფდი, როგორ შეიღება გურამ აბსანძემ თმები, როგორ შეიკრიჭა ლოთი ქობალიამ თავისი გრძელი წვერები, რომელიც მერე დაკავებისას მას ჯიბეში უპოვეს. მაშინ გაქცეულებს არც პოლიციის შეშინებიათ და აბროლაურის ცენტრში დავლიანიძეების სახლში ღამე გაათენეს, იქ საიდანაც 500 მეტრის მოშორებით იყო რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო პოლიცია, ამბროლაურის პოლიცია, სამხარეო პროკურატურა, გამგეობა და ყველა სახელმწიფო ობიექტი, მერე კი უკვე ფუტიეთის ტყეში გადაინაცვლეს და იქ რამდენიმე დღე იყვნენ დაბანაკებულები.

50000 ლარი დაწესდა ჯილდოდ, მაშინ ითქვა, რომ რაჭველმა გლეხმა “ჩაუშვა” ისინი. 12 ოქტომბერს რაჭაში კოკისპირულად წვიმდა. სამართალდამცავები სპეცოპერაციის შემდეგ ამბობდნენ, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს ფუტიეთის ტყეში შეიძლება ყოფილიყვნენ გაქცეულები და მიაგნეს კიდე.

“ინფორმაცია გვქონდა რომ გაქცეულები ფუტიეთში იყვნენ. 4 პოლიციელი ერთი მიმართულებით წავედით. კოკისპირულად წვიმდა. საოცარი ნისლი იყო. უცებ ნისლმა გადაიწია და კვამლი გამოჩნდა, მერე ისევ ყველაფერი ნისლმა დაფარა. ორიენტაციით იმ ადგილისკენ წავედით, საიდანაც კვამლი ამოდიოდა და იმ ადგილს მივადექით. გამაფრთხილებელად გავისროლეთ და მოვუწოდეთ დაგვმორჩილებოდნენ. ამ დროს ერთი უცებ ხევში გადახტა, ხევისკენაც გამაფრთხილებელად გავისროლეთ. ხელმძღვანელობისგან დავალებული გვქონდა, მსხვერპლის გარეშე ჩაგვეტარებინა ოპერაცია. ჩაღრმავებული ადგილი იყო და ტელეფონიც არ იჭერდა, რომ სხვებისთვის შეგვეტყობინებინა. წინააღმდეგობას ნუ გაგვიწევთ, ხელები აწიეთ და დაგვნებდით, მივმართეთ მათ. გურამი ვარ აბსანძე და ნუ გვესვრით, თქვა მან და ხელებაწეული წამოვიდა ჩვენსკენ, მან და ლოთი ქობალიამ სხვებსაც მიმართეს, არ გაიქცეთ. დავნებდეთო. აბსანძეს ლოთი მოყვა, მერე ეჯიბია, გაქცევა ფირცხალავამ სცადა, მაგრამ ისიც მალე დავიჭირეთ.

გურამ აბსანძეს თმები წითლად ჰქონდა შეღებილი, ულვაშები კი შავად, ლოთი ქობალიას პატიმრობაში მოშვებული 5-6 წლის წვერები და თმა გაეკრიჭა და ვერ იცნობდი. ერთმა პოლიციელმა მას კითხა შენ ვინ ხარო, მე ლოთი ვარო. მორიგ კითხვაზე, ხომ არ მატყუებ, სად არის შენი წვერებიო. ლოთიმ ასე უპასუხა, აგერ ჯიბეში მიდევსო, ლოთიმ ხელი ჯიბისკენ წაიღო, მაგრამ არ ჩავაყობინე ჯიბეში ხელი, შემეშინდა ხელყუმბარა არ ჰქონოდა ჯიბეშიო.

მერე მანქანაში რომ ჩავჯექით, ლოთი ხუმრობის ხასიათზე იყო და ჯიბიდან თავისი წვერ-ულვაში ამოიღო და მითხრა, ნათქვამი მქონდა “სვაბოდაზე” რომ გამოვიდოდი წვერები უნდა გამეპარსა. გაქცევა სპორტული ჟინის გამო ჩავიდინეო”, – ასე იხსენებდა მაშინ ჩემთან ინტერვიუს დროს პოლიციელი ჭაბუკა ჩაჩხიანი გაქცეულების დაკავების დეტალებს. გაქცეულები სოფელ ფუტიეთიდან ვილისით ჩაიყვანეს სოფელ სხვავაში, მაშინ “ნივის” მძღოლი იხსენებდა, “მანქანაში დარჩათ მათ გატეხილი კალმისტარი, ცხვირსახოცი და რამდენიმე კოლოფი ასანთი. ლოთი კარგ ხასიათზე წავიდა, მეც ასე მომმართა, ღმერთმა დაგლოცოს, ლოთი ვარ ქობალიაო. სოფელ სხვავაში ისინი სხვა მანქანაში გადაიყვანეს”. მაშინ იმასაც ამბობდნენ, გაქცეული ფირცხალავა ფეხშიშველი იყო და პოლიციამ მას ფეხსაცმელი და წინდები უყიდაო. მაინც პასუხგაუცემელი იყო მთავარი კითხვა, ვინ გასცა ისინი, ვინმემ დაწესებული ჯილდოს ხათრით, ხომ არ მიაწოდა პოლიციას ინფორმაცია. იმჟამინდელმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემ მაშინ ისიც განაცხადა, რომ ერთ პირს არ მისცემდნენ ამ თანხას, რადგან რამდენიმე ინფორმაცია არსებობდა. საერთოდ მიიღო თუ არა ვინმემ ეს თანხა, ეს ჩვენთვის უცნობია.

18 წლის შემდეგ ლოთი ქობალია ამბობს, რომ მათ ადგილსამყოფელზე ინფორმაცია ბევრ ადამიანს ჰქონდა. ყოფილ სამუდამო პატიმრობა მისჯილს ვთხოვეთ დეტალები გაეხსენებინა.

– ბატონო ვახტანგ, როგორ გაიხსენებთ ციხიდან გაქცევისთვის მზადებას, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– სიმართლე გითხრათ, დაკავების დღიდან სულ ვფიქრობდი გაქცევაზე. უკანონო ხელისუფლების და არამზადების ხელში ციხეში ჯდომა არ მინდოდა, არ მინდოდა საკანში დავეხვრიტეთ. ასეთი მომენტიც იყო, როცა სასამართლოდან ციხეში გადავყავდით, ექსკორტზე თავდასხმა და ჩემი გატაცება უნდა მომხდარიყო, ეს ჩვენს ხალხს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რომელი პატიმარი არ ფიქრობს თავისუფლებაზე, მითუმეტეს არაკანონიერად როცა ხარ დაკავებული.

– მაშინ იმასაც ამბობდნენ, დაწესებულებაში გვირაბი დაკონსერვებული იყო და გაუადვილდათ გამოსვლაო, მართალია?

– არა, გვირაბი იქ არ ყოფილა, ჩვენ გავთხარეთ, 2 თვე და 27 დღე ითხრებოდა ეს გვირაბი. მე და გურამს დიდად არ გვითხრია, მაგრამ თხრიდნენ ბიჭები. ტერიტორია კარგად იყო შესწავლილი. გაგვიმართლა, რომ ციხის ადმინისტრაციაში კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობდით, ყველა თანაგვიგრძნობდა, არავის უნდოდა ჩვენი პატიმრობაში ყოფნა. ჩვენს მიმართ ყურადღება გამკაცრებული არ იყო. გვენდობოდნენ და არ გვაკონტროლებდნენ.

– რითი თხრიდით გვირაბს და რამდენად გასაიდუმლოებული იყო თავად პატიმრებში? – გამოიძებნა ამის საშუალება, ზოგი თეფშით, ზოგი ნატეხით, რაღაც ნივთებით ითხრებოდა. ვინც თხრიდა მხოლოდ იმათმა იცოდნენ, სხვებთან კავშირი აკრძალული იყო, ძალიან გასაიდუმლოებული გვქონდა. სამი თვის თავზე უკვე მიზანს ვუახლოვდებოდით. მართალი გითხრათ, იქიდან გაქცეულები სამეგრელოში უნდა წავსულიყავით, იქ უნდა შეგვეკრიბა ისევ ჩვენი ბიჭები და უნდა შევბრძოლებოდი შევარდნაძის რეჟიმს, ეს იყო ჩვენი რეალური მიზანი.

– გაქცევის იდეა ვისი იყო და ტერიტორია კარგად გქონდათ შესწავლილი?

– თავისუფლების იდეა, ყველას გვქონდა. როგორც მახსოვს, გაქცევა გურამის იდეა იყო. გვირაბი სად გამოდიოდა, ეს შესწავლილი გვქონდა, თავიდან ბოლომდე თვალით იყო გაზომილი ყველაფერი. დაწესებულების საზღვარს გარეთ კი იდგა კოშკურა, მაგრამ ისეთ ადგილას გამოვედით, სადაც თხრილი იყო და იქ ჩავძვერით.

– გუშაგს არ დაუნახიხართ?

– ვერ დაგვინახავდნენ. ისე კი მესმოდა ხმა კოშკურიდან, ერთმა მეორე კოშკურას გადასძახა, იქ რა ხდებაო, რა ვიცი, ალბათ ძროხები იქნებიანო, უთხრა მეორემ, ჩვენ ჩრდილში ვიყავით, ისინი შუქზე და ვერ დაგვინახეს, სამშვიდობოს ასე გამოვედით, დაიგეგმა და ეს შევძელით, ყველა წვრილმანი უკვე აღარ მახსოვს.

– მაშინ ისიც ითქვა, გარეთ მანქანა უნდა დაგხვედროდათ, თუმცა აღარ დაგხვდათ და ამან თქვენი გეგმები არია, მართალია?

– გარეთ გველოდებოდა მანქანები, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ციხიდან გაქცევა დაგვაგვიანდა, დროში ვერ ჩავეტიეთ. ღამით 2-3 საათზე უნდა გავსულიყავით იქიდან, მანქანაში ჩავსხდებოდით, სამეგრელოში უნდა აღმოვჩენილიყავით, მაგრამ გასვლა დაგვაგვიანდა, დილის 8 საათი ხდებოდა, რომ გამოვედით, ამასობაში ის მანქანებიც წასული დაგვხვდა და გეგმები შეიცვალა.

– ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ გურამ აბსანძე როგორ გაეტეოდა იმ გვირაბშიო…

– გაეტია ძალიან კარგად, კარგი ორგანიზატორი და კარგი ადამიანია გურამი. უნდა გენახათ პატარა ბიჭივით როგორ დახტოდა ეს 200 კილოიანი კაცი, ისე დახტოდა 60 კილო გეგონებოდა. მშვენივრად გაძვრა. რიგრიგობით გავედით, 12 ადამიანი, ბოლოს წინა მე ვიყავი, მგონი, ეჯიბია მომყვებოდა ბოლოს. გამოვედით გარეთ და მანქანები წასული რომ დაგვხვდა, ეს ცუდი იყო. ჯერ კარგი გათენებული არ იყო, როგორე უნდა გაგვეღწია თავი იქიდან. გავედი ქუჩაში და მიკროავტობუსი გავაჩერე, მინდოდა მოვლაპარაკებულიყავი და წავეყვანეთ. ჩემი თავისთვის არც კი შემიხედავს ნორმალურად, თურმე ნახოხიალევი სულ დასვრილი ვიყავი, ავედი მიკროავტობუსში და მძღოლს რომ დაველაპარაკე, მან შემომხედა და ეტყობა “ბომჟი” ვეგონე, წვერებიც მოშვებული მქონდა, დასვრილი ვიყავი და მანქანიდან ჩამომაგდო, რას გავხარო, რომ მანქანის შუქზე რომ დავიხედე ვნახე როგორი დასვრილი ვიყავი. კიდევ კარგი სხვებმა რაღაც “მარშუტკა” გააჩერეს და წავედით ყველანი ერთად.

– მაშინ ითქვა, რომ ერთი გაქცეული ორთაჭალაშივე დაგშორდათ, მართალია? – კი, ის შავი სამყაროს წარმომადგენელი იყო, მანაც მიიღო გათხრაში მონაწილეობა და გამოვიდა, მაგრამ თავის გზაზე წავიდა. 11 დავრჩით, ეს ჩვენი ხალხი არ მოგვშორებია, ერთად ვიყავით. მათ დიდი სასჯელები არ ჰქონდათ, მაგრამ თავისუფლება ყველას უნდოდა. ამასობაში 9 საათი დაიწყო, ვიცოდით 9 საათზე შემოვლა დაიწყებოდა და მაშინვე ატყდებოდა განგაში, რადგან გამოსვლა დაგვაგვიანდა, ვერ ვასწრებდით უსაფრთხოდ სამეგრელოში ჩასვლას, გზებს გადაკეტავდნენ და ამიტომ საჩხერისკენ გადავუხვიეთ, გვინდოდა იქიდან სამეგრელოს მთებში, მარტვილში გადავსულიყავით და იქიდან ზუგდიდში და მერე ხელახლა უნდა დაგვეწყო ბრძოლა სამართლიანობისთვის. ვიცოდით შევარდნაძე ჩვენი ლიკვიდაციის ბრძანებას გასცემდა და ამიტომ გადავუხვიეთ საჩხერეში.

– ბატონმა გურამმა თმები სად შეიღება? – გურამს ვინ არ იცნობდა, მის ჭაღარას რომ ნახავდნენ, ეგრევე იცნობდნენ, ამიტომ გადაწყვიტა ასე. იმერეთში, გზაზე ერთ მდინარესთან გავჩერდით, გურამს თურმე წამოღებული ჰქონდა საღებავი, წყლით თმები დაისველა და ასე შეიღება თმები, იმიტომ რომ ბევრს თავგზა აბნეოდა. არ არის მართალი რომ წითლად შეიღება, თმები და ულვაში შავად შეიღება. მეც ტყეში მოვიჭერი წვერები, საპარსი არ მქონდა, მაკრატელი ვიშოვე და იმით შევიჭერი ჩემი გრძელი წვერები და ჯიბეში შევინახე, როცა ამიყვანეს მართლა ჯიბეში მედო. თმაც წელამდე მქონდა გაზრდილი,

– შევარდნაძის დაცვის წევრის სახლში შემთხვევით მართლა აღმოჩნდით? – კი, ესეც მართალია. საჩხერეში ვის ოჯახშიც შემთხვევით აღმოვჩნდით, ძალიან გულახდილი და კარგი კაცი იყო. პურ-მარილი გაშალა. პომიდვრის მწნილით და ხელით დამცხვარი პურით გაგვიმასპინძლდა, ძალიან მოშიებულები ვიყავით, ფეხით ამდენი ნასიარულევი და კარგად გეახელით, თითქოს გოჭის ხორცს მივირთმევდით. გურამი რომ შევიდა ურიერთობაში იმ კაცს უთხრა, შენ იცი მე ვინ ვარ, გურამი ვარ აბსანძეო, იმან მაშინვე თქვა, ჩემი ბიჭი სამთავრობო დაცვაში მუშაობს, მალე შეიძლება მოვიდეს და გაგიყვანთო. ოჯახი მართლა მოიქცა კაცურად, მაგრამ ალბათ მან მერე უთხრა თავის შვილს იქ რომ ვიყავით და ვფიქრობ შვილმა მისცა პოლიციას გეზი, რომ ჩვენ იქიდან რაჭისკენ წავედით. ასე ვფიქრობ, ამიტომ სწორედ იმ მიმართულებით დაიწყეს ჩვენი ძებნა და ამიტომაც ვერ გავედით სამშვიდობოს. საჩხერეში ჩვენი გადახვევა შეცდომა იყო, პირდაპირ რომ წავსულიყავით, მოვასწრებდით სამეგრელოში ჩასვლას და ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა, თურმე რეალურად ჩვენი ძებნა 12 საათამდე არ დაწყებულა. მანამდე არ გავხსენებივართ.

– იცოდით რაჭაში გადასასვლელები, თუ მეგზური გყავდათ?

– კავკასიონის მაღალ ძაბვას მივყვებოდით, იმ გზით გვინდოდა მარტვილში გადმოსვლა. ძალიან ვფრთხილობდით, შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო ჩვენი გადაადგილება ნაწილ-ნაწილ მივდიოდით, ძალიან ბევრი ვიარეთ, ტყე, ტყე. ძალიან დაღლილები ვიყავით, გადაადგილება გვიჭირდა, კილომეტრები ვიარეთ, ზოგიერთს ფეხსაცმელმა მოუჭირა და ქუსლში წყალი ჩაუდგა და ძლივს მიმოდიოდნენ, ზოგს დაუსივდა ფეხები, ორი თოკი გვქონდა, ერთი საბუქსირო იყო, ვისაც ძალიან უჭირდა იმას მოვიბამდით ამ თოკით ბუქსირზე, ერთი წინ მიდიოდა და უკან მყოფს მიათრევდა, ასე ერთმანეთს მივათრევდით.

გზაში პანტა მსხლის და წამლის ჭამით მოვკვდით, სხვა არაფერი გვქონდა. მერე ამბროლაურში ერთ სახლში მივედით, ჩვენი თანამოაზრის, მისი ოჯახი გაგვიმასპინძლდა, მაგრამ იქ დარჩენა არ შეიძლებოდა, ვიცოდით, რომ იქ ძებნას დაგვიწყებდნენ და ადგილი შევიცვალეთ. ჩვენი აზრით, გზას ვუბნევდით უშიშროებას და სამართალდამცავებს. ჩვენ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვქონდა, ვინც ხელს გვიმართავდა, ყველა ამას გვეუბნებოდა. ფუტიეთში მართლა კარგი პატივი გვცეს, მადლობა მინდა იმ ხალხს გადავუხადო ამდენი წლის მერე თქვენი დახმარებით. მართლა გვერდში გვედგნენ და საჭმლითაც გვამარაგებდნენ. თავიდან ყველი რომ მოგვიტანეს, მარილიანი იყო, საკმარისი პური არ გვქონდა და მარილიან ყველს ვეღარ ვჭამდით, დავიწუწუნეთ, მერე მოჰქონდათ უმარილო ყველი. ხალხი მართლა მხარში გვედგა, იცოდნენ ვინც ვიყავით, მაგრამ გვეხმარებოდნენ.

– ცნობილია, რომ ამბროლაურის ცენტრში, დავლიანიძეების სახლში 3 ღამე გაათიეთ, იქვეა პოლიცია და პროკურატურა, არ შეგეშინდათ დაკავების?

– იმ ოჯახში მართლა გავათენეთ ღამე, მაგრამ როგორც მახსოვს, ერთი ღამით ვიყავით. საოცრად კარგი მასპინძელი გვყავდა. გაქათქათებულ, თეთრეულში ჩაგვაწვინეს ეს წვირიანი, ტალახიანი, ნახოხიალევი ხალხი, ვეუბნებოდით არ გვინდაო, მაგრამ არ დაიშალეს. მეორე დილით რომ ავდექი და ამ თეთრ ზეწარს დავხედე, ზედ ეხატა ლოთი ქობალია. იქიდან მანქანით ფუტიეთში წავედით და დანარჩენი დღეები იქ, ტყეში ვიყავით.

– ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს იქ იყავით და ელოდით პოლიციის მისვლას, ამდენი დღე იქიდან რატომ არ წახვედით? მითუმეტეს ამბობთ, რომ ბევრმა ადამიანმა იცოდა თქვენი ადგილსამყოფელი და უსაფრთხოდ ვერ იქნებოდით, რას ელოდებოდით და ის ადგილი რატომ შეირჩა?

– უსაფრთხო ადგილი იყო, იქიდან უფრო ახლო იყო სამეგრელოს მთები და იქ ადვილად შეიძლებოდა გადასვლა, ამინდები კი იყო, მაგრამ გადასვლისთვის მომენტს ველოდებოდით. ვხედავდით ჩვენს თავზე ვერტმფრენები წამდაუწუმ როგორ დადიოდა და ამიტომ ვერ წავედით.

– ღამეს სად ათევდით?

– ბუნებრივი სორო ვიპოვეთ და იქ ვიყავით, სიღრმეში იყო, საკმაოდ ჩაღრმავებული ადგილი იყო და იქ სპეციალურად თუ არ მიხვიდოდი, ძებნა გაგიჭირდებოდა. ზემოდან ტოტები და ფიჩხები გადავაფარეთ, შევნიღბეთ შესამჩნევი რომ არ იყო. მთაში მოთიბული ჰქონდათ თივა, ის ჩამოვიტანეთ, დავაფინეთ სოროში და იმაზე ვიწექით.

– თქვენი აყვანის დღე გაიხსენეთ…

– წინა დღეებშიც ვხედავდით როგორ გვითვალთვალებდნენ. იმ ტერიტორიებზეც დადიოდნენ. ბუჩქებში ვიყავი ჩასაფრებული და თვალს ვადევნებდი, ჩემს წინ სადღაც 2 მეტრში ჩაიარა ძალოვანმა გოჩა სისაურმა, ვიცანი, შემეცოდა ის საცოდავი, თორემ შემეძლო მძევლად ამეყვანა, მაგრამ არ გავრისკე, ეს რომ გამეკეთებინა, ალბათ სისხლი დაიღვრებოდა. ჩვენ შეიარაღება არ გვქონდა, მათ კი ყველაფერი ჰქონდათ. შევარდნაძეს თბილისიდან ჰყავდა ეს ხალხი გამოშვებული და ალბათ ჩვენი ლიკვიდაციაც უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეტყობა იმ ტყე-ღრეში თბილისელებს დაეზარათ შესვლა და ადგილობრივები გამოუშვეს ჩვენს საძებნელად, ადგილობრივებმა აღმოგვაჩინეს, მერე ჩაგვაბარეს იმათ. ვინც აგვიყვანა, იმათმაც მაგარი პატივი გვცეს, კარგი ბიჭები იყვნენ.

– მაშინ პოლიციელები ამბობდნენ ცეცხლის კვამლმა მიგვიყვანა იმ ადგილამდეო. ასე იყო?

– არა მგონია, იქ ცეცხლის კვალი შეემჩნიათ ისე გვიან. თენდებოდა, შეცდომა ალბათ ისიც იყო, რომ ამხელა კაცი გურამ აბსანძე დავაყენეთ იმ ღამით მორიგედ. ჩვენ დავაშავეთ, ჩამალული რომ ყოფილიყო სადმე, შეიძლება ისე გაევლოთ, რომ არ გამოჩენილიყო. ხმაურზე მაშინვე გავედი და დავინახე რაც ხდებოდა, ჩავბარდით, წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. არც ერთი წუთი არ მინანია ციხიდან გაქცევა. სამუდამოპატიმრობა მისჯილი ვიყავი, დახვრეტაც მქონდა მისჯილი, მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს, თავისუფლების იმედი არ იკარგება. მაშინ გაქცევისთვის 7 წელი დამიმატეს, სხვებსაც დაუმატეს სასჯელები.

საინტერესო ის იყო, რომ რაჭაში მივლინებული იყო თარგამაძის მაშინდელი მოადგილე გენერალი კახა ბაკურაძე. რომ დამიჭირეს და მანქანით გადავყავდით, მას ვუთხარი, კაცურად, რაჭიდან ისე არ გამიყვანო, ხვანჭკარა რომ არ დამალევინო-მეთქი. მივიდეთ პოლიციის განყოფილებაში და გპირდები მოგიტანთ იქ ხვანჭკარასო, მაგრამ ეტყობა ამის უფლება არ მისცეს. ერთ ტელეფონზე შევარდნაძე იჯდა, მეორეზე კახა თარგამაძე ყველა წვრილმანს ისინი აკონტროლებდნენ. მერე თბილისში, შს სამინისტროში ჩამოგვიყვანეს. სამინისტროს შენობაში ბოლო სართულზე იყო ციხე, იქ რომ შევედით კახა ბაკურაძემ დაგვახვედრა კარგი პურმარილი თავისი ლორით, ვიჩინით, ყველით, კარგი სუფრა დაგვახვედრა.

კაცურად მოიქცა, კაცური ჟესტი იყო. მახსოვს ჩახაია იყო წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი, დავიწყე იქაურობის დათვალიერება და გავეხუმრე, ახლა აქ ვეძებ და ვათვალიერებ, აქედან როგორ შეიძლება გაქცევა- მეთქი, ძალიან შეეშინდათ, ისევ არ გაიქცნენო.

– კიდევ რაიმე საინტერესო დეტალი ხომ არ გახსენდებათ? – მახსოვს გურამი და გოჩა სისაური წაკინკლავდნენ, როცა აგვიყვანეს და დაინახეს გურამი შეღებილი თმით, სისაურმა ცუდი სიტყვები აკადრა, ქალი ხომ არ ხარ თმები რომ შეგიღებავსო, ეს გურამმა არ აპატია და მაგრად წაკინკლავდნენ. ძალიან ცუდად გამოუვიდა სისაურს. ამ დროს მე და გურამი ხელბორკილებით ერთმანეთზე გადაბმული ვყავდით, ამ ინციდენტის შემდეგ მე და გურამი მოგვაშორეს ერთმანეთს და მე და ეჯიბია გადაგვაბეს ერთად. ასეთია გაქცევის დეტალები.

პ.ს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე 2004 წელს ეროვნული გვარდიის სარდალმა, პოლკოვნიკმა ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მას 1996 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა უზენაესმა სასამართლომ, მოგვიანებით ეს სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეეცვალა. წლების განმავლობაში იხდიდა სასჯელს ციხეში, შემდეგ გაქცევისთვის 7 წელი დაემატა. ამჟამად იგი თავის სოფელში, სამეგრელოში ცხოვრობს.

kvirispalitra.ge

გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

09:36; 15 სექტემბერი, 2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14 სექტემბერი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14 სექტემბერი, 2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14 სექტემბერი, 2026
სამართალი

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა  

10:30; 14 სექტემბერი, 2026

100%-იანი გრანტით თავისუფალ უნივერსიტეტში _ ქეთი დოლიძის წარმატება

"სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ვაჭრობა თუ დაიწყება"... - რას ამბობს მამუკა მდინარაძე

ყველა სიახლე

პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026
საზოგადოება

“ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

9:18; 15.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

9:14; 15.09.2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

9:12; 15.09.2026
საზოგადოება

დღეიდან საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება

9:10; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

8:27; 15.09.2026
პოლიტიკა

“სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეფორმა” – გივი მიქანაძე

8:26; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო