საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურია“, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის პრო ლიგა 3-ში ასპარეზობს, მეორე წრის დაწყებამდე ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.
კლუბის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთლებს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა და პირველი წრის დასრულების შემდეგ „გურიას“ შემადგენლობას: გოჩა კვარაცხელია, იოანე კალაჯიშვილი, ლაშა ლაბაძე, გურამ მახარაძე და შალვა გოგია გამოეთიშნენ.
ცნობისთვის, ამათგან შედეგიანობით კვარაცხელია გამოირჩეოდა, რომელმაც, ჯამში, 19 შეხვედრა გამართა ლანჩხუთური კლუბის სახელით და ოთხჯერ შესძლო წარმატებულად დაელაშქრა მეტოქის კარი.
ლანჩხუთური კლუბის მესვეურები აანონსებენ, რომ უახლოეს მომავალში „გურიას“ ახალწვეულების წარდგენაც იგეგმება.