დღეს საქართველოში ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 30, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 688, აჭარაში – 158, იმერეთში – 233.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 617 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 344, გარდაიცვალა 3 567 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19737, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12307, PCR ტესტით – 7430.