გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-ს შეადგენს, დაფიქსირებულია 307 გარდაცვალების შემთხვევა.