წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმამ გურიას ზარალი მიაყენა _ რამდენიმე სოფელში დაიმეწყრა გზები, ადიდებულმა მდინარეებმა სავარგულები გაანადგურეს.
ამ დროის მონაცემებით ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ზოტშია, სადაც მეწყერმა ცენტრალური გზა ჩაკეტა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ტექნიკა უკვე გზაშია და გზის გაწმენდა მალე დაიწყება.