გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ცნობისთვის, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.