ახალი გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, გურიის რეგიონში გეოლოგიური სტიქიური პროცესები მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ბიულეტენში აღნიშნულია, რომ მეწყრული პროცესების ჩასახვა- გააქტიურებაში სხვადასხვა მაპროვოცირებელ ფაქტორებთან ერთად უმთავრესი როლი კლიმატურ-მეტეოროლოგიურ ფაქტორებს ენიჭება.
ბიულეტენის მიხევით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიების და ცალკეული უწყებების მიმართვის საფუძველზე შედგენილ იქნა 91 ვიზუალური საინჟინრო- გეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასებულია 1837 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, აქედან 384 ოჯახს მიეცა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია.
მთლიანად გურიის მხარეში სხვადასხვა სახის აქტიური გეოლოგიური პროცესების მაღალი საშიშროების რიკის ქვეშ მოქცეულია 60, საშუალოში – 76, დაბალში- 57, ხოლო ძლიერ დაბალში – 10 დასახლებული პუნქტი.
საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული მოსახლეთა რაოდენობა, რომელთა საცხოვრებელი სახლების შესანარჩუნებლად საჭიროა მეწყერსაწინააღმდეგო ან ეროზიასაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შეადგენს 977 ოჯახს.
გეოლოგების მიერ შესწავლილ პერიოდში 24 ახალი მეწყრული კერაა გამოვლენილი.
ვრცლად “გურია ნიუსი” მალე გიამბობთ.
































































