გურიიდან თბილისში წასულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, შემდეგ კი შეკვეთილში იმყოფებოდა.
აღნიშნული პიროვნება თბილისის მაცხოვრებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას თქმით, თბილისში მცხოვრები მამაკაცი ერთი კვირის წინ იმყოფებოდა გურიაში.
“ყველას კონტაქტი ცნობილია და ასევე ჩატარებულია ტესტი”, – გვითხრა არჩილ მჟავიამ.