გურიის 24-ე ჩემპიონატს ჭადრაკში ლანჩხუთმა უმასპინძლა. ტურნირის გამარჯვებული ჩოხატაურელი გივი ქორიძე გახდა, ოზურგეთელი გიორგი გოგოლაური მეორეზე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილები ლანჩხუთელებმა: ტარიელ ხუხუნაიშვილმა და ნუგზარ გვარჯალაძემ გაინაწილეს.
ასევე, დასახელდნენ საუკეთესო მოჭადრაკე გოგონა და ვაჟი უმცროსი ასაკის მოჭადრაკეებს შორის. ესენი არიან: მარიამ ჩხაიძე და მიხეილ აფხაზავა.
ტურნირის ფინალში გამარჯვებულებს კუთვნილი ჯილდოები მერის მოადგილემ ეკატერინე გუჯაბიძემ და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ია ჩხაიძემ გადასცეს.