გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩოხატაურის სამრევლო, N1, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიულოცა. ,,ყველა მოსწავლეს და პედაგოგს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! სასიხარულოა, რომ დაბა ურეკისა და ხაჯალიის საჯარო სკოლები, სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლებით ხვდება. გურიის რეგიონში გრძელდება საგანმანათლებო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მომავალში არაერთი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. მშვიდობიან, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved