გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს – ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც გამოცემას ადგილობრივები ეუბნებიან, საქმეში გურჯაანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვახტანგ მთივლიშვილი ფიგურირებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელის მამას, მიხეილ მთივლიშვილს, საქმის გასარჩევად სოფელ ჩუმლაყიდან ვეჯინში მიაკითხეს. მხარეებს შორის, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, ვახტანგ მთივლიშვილმა მამის დაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ერთი პირი დაჭრა.



































































