4 დეკემბერს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გურულ-აჭარული(ჭვანური) შემოქმედების საღამო შედგა.
აღნიშნული პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ, „ჭვანასა“ და შემოქმედის ფოლკლორული ანსამბლის, „შემოქმედის“ საუკეთესო სასიმღერო ნომრების შესრულებას მოიცავდა.
თავდაპირველად სცენაზე სტუმრები ავიდნენ. მათ მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებით წარმოადგინეს რვა ნომერი, მათ შორის, სიმღერისა და ცეკვის შერეული კომპოზიციაც.
„ხასანბეგურა“, „ორირა („მაყრული“), „ვოისა“_ დოლისა და ტაშის თანხლებით და კიდევ არაერთი ფოლკლორული ნიმუშის წარმოდგენამ დარბაზი აღაფრთოვანა. განსაკუთრებით მოიხიბლნენ, ანსამბლთან ერთად, შუახეველი, მეცხრეკლასელ ზურიკო ბოლქვაძის საშემსრულებლო მანერით. ის უფროსებთან ერთად, ძალზე ჰარმონიულად ახერხებდა სიმღერისა და ცეკვის ერთად შესრულებას.
სტუმრების შემდეგ სცენაზე მასპინძელი, ანსამბლ „შემოქმედის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ავიდა. ორივე ანსამბლმა შეასრულა სიმღერები, რომლის შინაარსიც, ორი კუთხის ქართველობის საუკუნოვანი მეგობრობის და ძმობის ანარეკლია. სრულდებოდადასრულდებაორივე კუთხეში მცირედი მელოდიური ცვლილებით, თუმცა შინაარსობრიობა არასრდოს დარღვეულა.
_ ჭვანის ძირძველმა ტრადიციებმა გაგვიჩინა სურვილი, დაგვეგეგმა ეს ღონისძიება. ცნობილია, თურქეთის შემოსევის დროინდელი ისტორიული ამბავი, როგორ შეიფარეს გურულებმა ჯვარი. ეს ისტორიული ამბავი ფოლკლორის ხაზით ხალხის შემოქმედებაშ ი აისახა. ამ დიდი სიყვარულის ტრადიიციი ს გარძელება არის ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მიზანი, _ თქვა „გურია ნიუსთან“ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორმა მანანა მაკარიძემ.
_ისტორიულია ამბავია, როცა ჭვანას ხეობა თურქებმა ააოხრეს და ეკლესია დაარბიეს, იქედან გომისმთის გადმოვლით, ჯვარი შემოქმედში გადმოიტანეს და აქ შეინახეს გურულებმა. მომდევნო საუკუნეში კი კი იმავე გზით, ძველ ნავსაყუდელს დაუბრუნდა. ეს საოცარი ძმობისა და მეზობლობის ამბავი ჩვენი კუთხეების ხალხის ფოლკლორში სიღრმისეულად აისახა, _ გვითხრა შუახეველმა სახალხო მთქმელმა ვახტანგ გოგრაჭაძემ და გურულებისადმი მიძღვნილი ლექსიც ემოციურად წაიკითხა, რასაც დარბაზიდან ასევე გულწრფელი ემოცია და ტაში მოჰყვა:
„,,,რაფერ ხართ და რაფერ ცხოვრობთ,
მინდა, იყოთ უფრო ახლოს,
ჰეიდა, წამოთ ჭვანასხევში,
ყველას მოგცემთ სამოსახლოს!“
სტუმრებს მიესალმა მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე. მან საუცხოო უწოდა ასეთი პროექტის გახორცილებას და თქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მუდამ უნდა გაგრძელდეს, რაც სამარადისოდ გააგრძელებს ორი კუთხის ქართველობის ურთიერთსიყვარულს და პატივისცემას.
გურულ-აჭანური (ჭვანური) შემოქმედების საღამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ კულტურის სამსახურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ძალისხმევით ჩატარდა.