“გურია ნიუსს” მოაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის პერიმეტრზე მთელი დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იდგა.
როგორც გვითხრეს, საქმე სკოლის მოსწავლის გატაცების მცდელობას ეხებოდა.
ჩვენ ვიმყოფებოდით სკოლაში და ვესაუბრეთ სკოლის დირექტორს ეთერ წილოსანს.
ჩვენთან საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.
“სკოლასთან, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებს დილის საათებში და გაკვეთილების დასრულების შემდეგ”, _ გვითხრა წილოსანმა.
“გურია ნიუსი”, ასევე, ესაუბრა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას იგივე თქვა, რაც სკოლის დირექტორმა.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებთან პატრულირება ხდება დილის საათებში და გაკვეთილების დასრულებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი სახის დანაშაული”, _ გვითხრა საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა გუთურის საჯარო სკოლაზეც. მშობლებისა და საზოგადოების ხშირი მიმართვიანობის შემდეგ, გუთურის სკოლამ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სკოლა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
“გუთურის საჯარო სკოლამ საჭიროდ ცნო გაეკეთებინა განმარტება.
გავრცელდა არასასიამოვნო ინფორმაცია, თითქოს, ჩვენი სკოლიდან გაიტაცეს ბავშვი, რაც არანაირად არ შეეფერება სინამდვილეს. მინდა დავამშვიდო მშობლები და საზოგადოება, რომ სკოლა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ყველა თანამშრომელი ადგილზეა და როგორც ყოველთვის, დაცულია ყველანაირი უსაფრთხოების ზომები.
(განმარტების გაკეთება საჭირო გახდა მშობელთა შეშფოთებისა და სატელეფონო ზარების მომატების გამო). _ წერის სკოლის დირექტორის ფეისბუქგვერდზე.