გვატემალასა და სალვადორს შტორმმა ამანდამ გადაუარა.
როგორც France 24 იუწყება, შტორმის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, დაზიანებულია 200-მდე სახლი.
შტორმს 15 ადამიანი ემსხვერპლა. 1 დაკარგულს ეძებენ.
4 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც უსახლ-კაროდ დარჩა ან კიდევ იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა, ხელისუფლების მიერ გამოყოფილ თავშესაფარში იმყოფება.
დატბორილ ადგილებში ჯარისკაცები სასწრაფო დახმარების პერსონალთან ერთად მუშაობენ ხალხის გადასარჩენად.































































