საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვირუსი ჯერ დამარცხებული არ არის და მოსახლეობას მოუწოდა ყოველთვის ატარონ ნიღაბი, განსაკუთრებით, საზოგადოებრრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში.
გიორგი გახარიას თქმით, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ეს არის სამოქალაქო პასუხისმგელობა, რომელიც არის მარტივი და რომელიც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ იძულებული ვართ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს უკან დაბრუნების სურვილი ან ხელახალი დახურვისა და გადაკეტვის.
ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღებები. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ეკონომიკის აღდგენს პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს“,_ აღნიშნა გახარიამ.