კორონავირუსი პოტენციას კარგავს და ნაკლებად ლეტალური გახდა,_ ამის შესახებ hamodia-ს ინფორმაციით, იტალიელმა ექიმმა ალბერტო ძანგრილომ განაცხადა.
მისი თქმით, იტალიაში კლინიკურად ვირუსი აღარ არსებობს.
ძანგრილოს თქმით, ზოგიერთი ექსპერტი ვირუსის მეორე ტალღის მოლოდინის შესახებ ძალიან საგანგაშოდ საუბრობდა, პოლიტიკოსებს კი ახალი რეალობის გათვალისწინება სჭირდებოდათ.
„უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ვინმემ უნდა აიღოს ქვეყანაში ტერორზე პასუხისმგებლობა“,_ ამბობს ის.
მთავრობის თქმით, სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვირუსზე საბოლოო გამარჯვება ჯერ მიღწეული არ არის და აუცილებელია მოსახლეობა არ დაიბნეს. მათ უნდა დაიცვან დისტანცია და ატარონ ნიღაბი, ასევე მოერიდონ თავყრილობებს.
მისივე თქმით, თეზისის დასამტკიცებლად, რომ ვირუსი გაქრა სამეცნიერო მტკიცებულებებია საჭირო.
ვირუსის შესუსტების შესახებ საუბრობს კიდევ ერთი იტალიელი ექიმი.
„დღეს ვირუსს არ აქვს ისეთი ძალა, როგორც ორი თვის წინ ჰქონდა.ნათელია, რომ დღეს COVID-19 დაავადება განსხვავებულია“,_ ამბობს მატეო ბასეტი, ინფექციური დაავადებების კლინიკის ხელმძღვანელი ჯენოას სან მარტინის საავადმყოფოში.