ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 დღეში 35 შენობა, მათ შორის 20-მდე სახლია განადგურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს.
ვულკანის ამოფრქვევის გამო კი, ამ დროისთვის, 2 000-მდე ადამიანია ევაკუირებული.
ჰავაის ვულკანის ობსერვატორიის თანამშრომლები შეშფოთებულები არიან, რადგან კუნძულზე შესაძლოა კიდევ ერთი ვულკანური ამოფრქვევა მოხდეს, ამჟამად ჰალემა-უმაუს კრატერიდან.






























































