ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, მწერალ ერნესტ ჰემინგუეის ორეულების კონკურსის გამარჯვებულად ადვოკატი ჯონ ოვილი დაასახელეს.
კონკურსი კეი უესტში ყოველწლიური „ჰემინგუეის დღეების“ დამაგვირგვინებელი ღონისძიებაა. ჟიურის წევრებმა ოვილი 124 სხვა კონკურსანტს შორის გამოარჩიეს. გამარჯვებულის თქმით, ის ჰემინგუეის მსგავსად თევზაობის მოყვარულია და რამდენიმე ნაწარმოებიც აქვს დაწერილი.
„ყველას უნდა წეროს, როგოც ჰემინგუეი“, – განაცხადა მან.
ჰემინგუეი კეი უესტში 1930-იან წლებში ცხოვრობდა და თავისი ცნობილი ნაწარმოები „ვისთვის რეკავს ზარი“ და „ქონა თუ არ ქონა“ შექმნა.
ავტორი