რამდენიმე წუთის წინ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ თამაშობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი საკანონმდებლო ორგანოში PUBG-ის.
ვიდეოს თავად მეგრელიშვილიც გამოეხმაურა, გააზიარა საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე და განმარტა, რომ ამაში სამარცხვინო არაფერია და თამაშს აუცილებლად განაგრძობს.
„პოლიტიკური გამოსვლების მოსმენა PUBG-ის თამაშის ფონზე არის პარლამენტარის ყველაზე ადეკვატური ქცევა. ასეა ეს! ჰგონიათ, რომ შემრცხვება და აღარ ვითამაშებ?!“ – წერს პოლიტიკოსი.
წყარო: primetime