ცნობილი კინომსახიობი ჰოლი ბერის სახლში მამაკაცებმა ცემა-ტყეპა გამართეს. ასე გაარჩიეს ერთმანეთს შორის ურთერთობა ჰოლის ექს-შეყვარებულმა გაბრიელ ობრიმ და ახლანდელმა მეგობარმა ოლივიე მარტინესმა. საბოლოოდ, მათი გაშველება პოლიციამ შესძლო, ხოლო მიღებული ტრამვების გამო ორივე ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.
ყველაფერი კი ძალიან უმტკვნეულოდ დაიწყო: გაბრიელ ობრი სტუმრად ეწვია ჰოლი ბერს, რათა მოენახულებინა შვილი ნალუ. მალე, მამაკაცებს შორის რეპლიკები ჩხუბში გადაიზარდა.
პოლიციამ დააკავა გაბრიელ ობრი. სასამართლო პროცესი, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 23 მაისს გაიმართება, მანამდე კი ობრის, რომელიც თავდებით, 20 ათასი დოლარი გირაოს გადახდის შემდეგ იქნა გამოშვებული, ეკრძალება 91 მეტრით მანძილზე მიახლოვება ჰოლი ბერის, მათ გოგონასა და მარტინესთან.