ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების დიეტა 2 კვირა გრძელდება და ძალიან ეფექტურია. დიეტის პარალელურად უნდა სვათ ბევრი წყალი (1,5 ლ დღეში).
1 დღე
სადილი: პომიდორი, 1 კვერცხი, ყავა ან მწვანე ჩაი.
ვახშამი: კომბოსტოს ან კიტრის სალათა, 1 კვერცხი, ნახევარი გრეიფრუტი.
2 დღე
სადილი: გრეიფრუტი, 1 კვერცხი, ყავა (მწვანე ჩაი).
ვახშამი: 200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრი, ყავა (მწვანე ჩაი).
3 დღე
სადილი: პომიდორი ან სალათა კომბოსტოს ან კიტრისგან. 1 კვერცხი. ყავა (ან ჩაი).
ვახშამი: 200 გრ მოხარშული ხორცი (ან თევზი), კიტრი, ყავა (მწვანე ჩაი).
4 დღე
სადილი: ბოსტნეულის სალათა, გრეიფრუტი, ყავა, ჩაი.
ვახშამი: 1 კვერცხი, 200 გრ უცხიმო ხაჭო, ყავა, ჩაი.
5 დღე
სადილი: 1 კვერცხი, ბოსტნეულის სალათა, ყავა, მწვანე ჩაი.
ვახშამი: 200 გრ. მოხარშული თევზი, სალათა, ყავა, ჩაი.
6 დღე
სადილი: ხილის სალათა.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული ხორცი (ძროხის), კომბოსტოს ან კიტრის სალათა, ყავა (მწვანე ჩაი).
7 დღე
სადილი: 200 გრ მოხარშული ქათმის ხორცი, სალათა, გრეიფრუტი ან ფორთოხალი, ყავა, ჩაი.
ვახშამი: ხილის სალათა.
მეორე კვირას იგივე გაიმეორეთ. დიეტას 2 კვირაზე მეტხანს ნუ დაიცავთ. შეგიძლიათ წელიწადში 3-ჯერ გაიმეოროთ.
































































