გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოში ოცნებობს, აღმოჩნდეს იაპონიაში. თუ პარიზი ლუვრია და ეიფელის კოშკი, ლონდონი – ბიგ ბენი, ტოკიოში ყველაფერი გაოცებთ.
ხმაურიანი ღირსშესანიშნაობები აქ არ არის, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგალითად, ტოკიოში ერთ–ერთ სადგურ სიბუიაზე დგას ყველაზე ცნობილი იაპონელი ძაღლის, ხატიკოს ქანდაკება, რომელიც ყოველდღე ელოდებოდა პატრონს სამსახურიდან დაბრუნებისას. ის ერთხელაც არ დაბრუნდა – სამსახურში ინფარქტით გარდაიცვალა. ძაღლი 10 წელი, ფეხმოუცვლელად იჯდა სადგურზე, სანამ თვითონაც არ მოკვდა. ხატიკო იაპონიაში მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოა. შეყვარებულები ძაღლის ბრინჯაოს ქანდაკებასთან მიდიან და ერთდროულად ჰკიდებენ ხელს თათზე. ამის მერე მათ სიკვდილიც ვეღარ დააშორებთ.
ტოკიოს სატელევიზიო კოშკი მსოფლიოში ყველაზე მაღალია – 634 მეტრი. თუმცა, ამ სიმაღლიდანაც კი ტოკიოს ყველა უბანი არ ჩანს. გარდა რამდენიმე პანორამა მოედნისა, საიდანაც ქალაქის ხედებით ტკბობა შეიძლება. ტოკიოს ტელეკოშკში არის პლანეტარიუმი, აკვარიუმი, ათეული რესტორანი და 300 მაღაზია. ანუ, ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრია.
საკმარისია, რომელიმე ხე აყვავდეს, რომ იაპონელებისთვის ზეიმის ხანა დგება. ალუბლის ყვავილობა ჩვეულებრივი დღესასწაულია. „საკურა“ აქ წმინდა ხეა. მისი ყვავილობა – უდიდესი მოვლენა.
ცენტრალურ პარკში – ხამარიკიუში ხეები ისეა დარგული, რომ მთელი წლის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში, რაღაც აუცილებლად ყვავის.
განსაკუთრებულია ცუკიძი – თევზის ბაზარი, თავისი რესტორნებითურთ, სადაც ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ უცნაურ და იშვიათ კერძებს მოგართმევენ.
ავტორი