დიეტა, რომლის საფუძველსაც მწვანე ჩაი წარმოადგენს, არ შეიძლება არაეფექტური იყოს, რადგან მწვანე ჩაი მადას აქვეითებს. მაგრამ ის, ამავდროულად, ორგანიზმს ტონუსს მატებს. მწვანე ჩაი ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს.
ამ დიეტის რაციონში მწვანე ჩაის გარდა, ბრინჯი და რძეც შედის. ამის გამო, მისი მოქმედება საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, ძალიან მსუბუქია და ვინც მას იცავს, შიმშილის გრძნობას არ განიცდის.
დიეტა 5 დღეზე არის გათვლილი, მაგრამ ვინც ამ დიეტით კარგი შედეგები მიიღო, ამბობს, რომ საუკეთესო ეფექტი მაშინ მიიღწევა, თუ დიეტის დაცვა, ზედიზედ, 2-ჯერ ხდება, – 1 ან 2 კვირიანი შუალედით.
დიეტის მენიუ:
საუზმე: მწვანე ჩაი, რძით (50/50) — 2 ჭიქა
სადილი: 1 ულუფა უმარილო ბრინჯი და 1 ჭიქა თბილი რძე
ვახშამი: 1 ულუფა უმარილო ბრინჯი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი, რძით (50/50)
გარდა ამისა, დღის მანძილზე, დამატებით, კიდევ 2 ჭიქა მწვანე ჩაის (რძის გარეშე) და მინერალური (გაზგასული) წყლის დალევა შეიძლება.
დიეტა სრულად გამორიცხავს მარილს, შაქარს და სანელებლებს. არ შეიძლება კარაქიც. მაგრამ, უმრავლესობა, ვინც დიეტას იცავს, სადილზე, ბრინჯის ფაფას რძეს ამატებს, — ამბობენ, რომ ფაფის ჭამა, ასე უფრო ადვილია.
































































