“ოკეანის გუმბათი” იაპონიის კურორტ სიგაიგზე მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთადერთ ხელოვნურ ოკეანეს წარმოადგენს.
იაპონელებმა ააშენეს გიგანტური აუზი, სადაც კუნძულებიც კი „ჩაამონტაჟეს“.
ამ ოკეანის ნაპირას, ერდროულად 10 ათას ადამიანს შეუძლია დაისვენოს.
ოკეანეს ზემოდან თაღი – გუმბათი აქვს, რომელიც „მზიან ამინდებს“ უზრუნველყოფს.
ამ ოკეანის თავზე არასდროს წვიმს. გუმბათი ულტრაიისფერ სხივებს გამოასხივებს. ოკეანის შუაგულში არის ტროპიკული ტყე და ვულკანიც კი, რომელიც ყოველ საათში ამოიფრქვევა.