იემენის ქალაქ ადენში ფინანსთა სამინისტროსთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილას ისმოდა სროლის ხმაც.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.