იგეგმება თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ჩვენ ჯერ კიდევ დაველოდებით მათ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ეს უნდა მოხდეს შეგნების, გააზრების დონეზე და არ გვაქვს სურვილი აქ სავალდებულოება ჩავრთოთ. თუმცა ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე და როგორი იქნება აქტივობა, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაცია არ იგეგმება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.