“იჯდა დედის დღეზე დაპატარავებული, მხრებში საცოდავად მოხრილი, დალეული, თავზე ქვეყანაჩამონგრეული დედა და შვილს აცილებდა.
დედის დღეზე აცილებდა;
შვილს!
დედა!
მეორეს!
მილოცვის ნაცვლად სამძიმარს იღებდა.
და არსად, არასოდეს ისეთი შემაძრწუნებელი ფერი არ ქონია ყვავილებს, როგორიც დღეს.
და მე, მთელი დღე შეძრულს ამ სურათით, მრცხვენია მილოცვების მიღება.
არ შეიძლება ასე ხდებოდეს!
არ უნდა ხდებოდეს!
დედობა ბედნიერებაა და ამხელა ტკივილს ვერ გაუძლებს დედა.
მე მაინც მინდა მერაბ სიხარულიძის დედამ დიდხანს იცოცხლოს.
არ ვიცი, მას უნდა თუ არა!” _ წერს სოციალურ ქსელში გუთურის საჯარო სკოლის მასწავლებელი მზია სიხარულიძე.
“გურია ნიუსი” კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და უსამძიმრებს ყველა ჩოხატაურელის იმედს და ნუგეშს, იზო ექიმს შვილის, მერაბის გარდაცვალების გამო.