აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას ვერასოდეს შეეგუება და ყურადღება სამხედრო ქმედებების მიმდინარეობაზე გაამახვილა.
ალიევმა აღნიშნა, რომ ფაშინიანი ყოველ დღე მსოფლიოს რომელიმე ლიდერს ურეკავს, თვითონ კი დახმარების თხოვნით არავისთვის დაურეკავს და პირებმა, ვისთანაც კონტაქტი აქვს თავად დაურეკეს.
,,არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ლიდერი, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაურეკავს, აგენტი არ გაუგზავნია, არ შევედრებია და მუხლებზე არ დაჩოქია. მას, რომ ნორმალურ ენაზე ესაუბრა, ჩვენი წმინდა ქალაქი არ შეერაცხყო, რა თქმა უნდა, ვიცხოვრებდით იმ იმედით, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდებოდა. მაგრამ ყოველი ნაბიჯი პროვოკაცია იყო, ყოველი ნაბიჯი შეურაცყოფა იყო და ის ფიქრობს, რომ ამას შევეგუებოდით?! ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! აზებაიჯანელი ჯარისკაცები მათ ძაღლებივით დევნიან! აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე! მათი პოსტები ჩვენს ხელში! ჩვენ მათ ტანკებს ვმათავთ! მათი სხვა იარაღები ჩვენს ხელშია, მათი სატვირთო მანქანები ჩვენს ხელშია!“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა.