ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ინფორმაციისთვის, შაბათს, აშშ-ის ხელმძღვანელობით რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რითაც ბირთვული იარაღის მქონე მეტოქეებს შორის ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მწვავე სამხედრო კონფლიქტი დასრულდა.
თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიკრამ მისრიმ განაცხადა, რომ პაკისტანმა არაერთხელ დაარღვია ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
„მოვუწოდებთ პაკისტანს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ დარღვევების მოსაგვარებლად და სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეპყროს სიტუაციას“, – განაცხადა მან ნიუ-დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამავდროულად, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის დაწყებაში ინდოეთის სამხედრო ძალები დაადანაშაულა.
































































