ინდური მედია The Economic Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთმა გასულ კვირას განაახლა რუსეთში ექსპორტი და ამ პროცესისთვის, ძირითადად, საქართველოს პორტებს იყენებს.
როგორც გამოცემა წერს, ინდოეთის ექსპორტი რუსეთში განახლდა კონტეინერებით, რომლებიც ატარებდნენ საქონელს ჩაის , ბრინჯის , ხილის , ყავის , საზღვაო პროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის.
მათივე ცნობით, “ბანკები რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, “სბერბანკის” ხელმძღვანელობით, ხელს უწყობენ ორმხრივი ვაჭრობის დარეგულირებას, რომელიც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით ხდება”.
,,რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, სბერბანკის ხელმძღვანელობით , ბანკები ხელს უწყობენ ორმხრივი ვაჭრობის დარეგულირებას, რომელიც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით ხდება. “ტრანზაქციები ხდება Sberbank-ის მეშვეობით”, – ინდოეთის საექსპორტო ორგანიზაციების ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აჯაი საჰაიმ.
The Economic Times წერს, რომ ექსპორტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა მხარეებს შორის მიწოდებისა და ანგარიშსწორების საკითხებზე სირთულეების გამო. მოგვიანებით, ორივე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ვაჭრობისა და გადახდების საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს.
ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რომელთა ფარგლებშიც რიგმა ქვეყნებმა ექსპორტი შეაჩერეს, კომპანიებმა რუსული ბაზარი დატოვეს.
ავტორი