ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით მენაღარიშვილი ამბობს, რომ ძირითადად ოჯახური შემთხვევებია დაფიქსირებული.
„რაიმე განსაკუთრებული კლასტერი არ არის გამოკვეთილი. უმეტესად ოჯახური შემთხვევებია“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 4141 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3555 პაციენტი, გარდაცვლილია 56. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 530 შემთხვევა.
[sexy_author_bio]