გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სულ კი საქართველოში, გასულ 24 საათში, ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 399 პირი.