ოზურგეთში, კოვიდინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 22415 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 22244 პაციენტი, გარდაცვლილია 96.