ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის, ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 81 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 13-ია მოთავსებული.
სულ კი ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 24119 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23942, გარდაცვლილია 96.