Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 460 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 749 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 711 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 229 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 646 545.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.43%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 621 396.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 720 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 229 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა – 14, იმერეთი – 25, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 8, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი -1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 403 საიდანაც,
638 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 352, აჭარაში – 52, იმერეთში – 118.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 164 პირი, მათ შორის, თბილისში – 95, აჭარაში – 24, იმერეთში – 24.
7 765 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.